aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება. წინასასამართლო სხდომის თარიღზე დღევანდელ პროცესზე იმსჯელეს.

ადვოკატები ამბობენ, რომ მათ მიეცათ არაგონივრული ვადა, რადგან პროცესის გამართვამდე ხუთი დღით ადრე მხარეებმა უკვე მტკიცებულებები უნდა გაცვალონ, ხოლო ამ გადაწყვეტილებით მათ მიეცათ თითქმის ცხრადღიანი ვადა, რათა ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა დასაცავად მტკიცებულებები მოიპოვონ.

,,პროკურორმა წინასასამრთლო სხდომამდე მოითხოვა 2- კვირიანი ვადა, თუმცა ამ 2- კვირიან ვადას უნდა გამოვაკლოთ 6 დღე, ვინაიდან, უნდა მოხდეს საქმის მასალების გაცვლა, რაც ნიშნავს, რომ პროკურატურა 9 დღეში ასრულებს ამ საქმის გამოძიებას. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურორის ეს მოთხოვნა, რომ 9 დღეში მოხდეს საქმის დასრულება. არ გაიზიარა დაცვის მხარის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თავის გასამართლებლად და საჭირო არგუმენტების წარმოსადგენად დრო გვჭირდება. პროკურატურა და სასამართლო რეალურად მხარეა და წარმოადგენს პოლიტიკურ იარაღს ხელისუფლების ხელში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პროცესზე მკაფიოდ აღნიშნა, რომ იგი არის უდანაშაულო და თავს დამნაშავედ არ ცნობს”, – აღნიშნა ნიკოლოზ რავაზიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ.

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, 27 აგვისტოს წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელებენ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე. ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ საქმე არსებით განხილვას გადაეცემა, რადგან პროკურორის თქმით, საქმეში მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები.

ყაზარაშვილის თქმით, მტკიცებულებების შინაარსზე ვერ ისაუბრებს საქმის მასალების გაუთქმელობიდან გამომდინარე, თუმცა, საქმეში არის დაზარალებულის სტატუსის მქონე მოწმეების ჩვენებები, ასევე ახალი მოწმეების ჩვენებები და ვიდეომასალა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა. გამოძიებამ საქმეზე უკვე ბრალდებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმა და მათ ახალი, 109-ე მუხლი წარედგინათ, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

იტვირთბა....