მთავარი ციტატა

“ისეთივე ფანტაზიაა, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა, ღრუბელ-ღრუბელ ფრენით, მიწით, ზღვით თუ ხმელეთით საქართველოში ჩამოსვლაზე” – ვოლსკი გიორგი კანდელაკის განცხადებაზე

“ის უსუსური განცხადება, რომ თითქოს ხალხის ჩამოყვანა არ გვინდა, თითქოს მასიური ავიარეისები ჩამოვა საქართველოში და უსაფრთხო ქვეყნებიდან, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს და შეავსებენ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერთა რიგებს, ეს ისეთივე ფანტაზიაა, როგორც სააკაშვილს ჰქონდა თავის დროზე ღრუბელ-ღრუბელ ფრენის ან მიწით, ზღვით თუ ხმელეთით საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. დაახლოებით იგივე ემოციებია და განწყობებია. დაშორდა ორი ფრთა ერთმანეთს, ეს პოლიტიკური ძალა გაიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ხასიათი არ შეუცვლიათ.“

გია ვოლსკი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დიდუბე – ჩუღურეთის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი

ვოლსკი უსაფრთხო ქვეყნებიდან ფრენების დაწყებაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებას გამოეხმაურა.

ანდელაკის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს უსაფრთხო ქვეყნებიდან ფრენების დაწყებაზე უარს იმის გამო ეუბნება, რომ იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე დაბრუნდებიან და ხმას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემენ.

იტვირთბა....