“მაჩვენებდნენ დრონების ჩანაწერებს, სადაც არ ჩანს მანქანა. ის კვადრატი თურმე გამოტოვებული ჰქონდათ და უნდათ ენახათ თურმე ზუსტად იმ დღეს, როცა ავტომობილი მწყემსმა იპოვა. თურმე მწყემსმა დაასწროთ და ეგ ყოფილა თურმე მაგათთან გამომძიებელი და უფრო მნიშვნელოვანი ფიგურანტი, ვიდრე ვერტმფრენი და დრონი. მითხრეს, რომ მწყემსი გამოკითხულია, მაგრამ ჩვენებები არ წამიკითხავს.”
თეონა თამაზაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა
როგორც თეონა თამაზაშვილი აღნისნავს, მათი უწყებაში დაბარებების მიზანი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, “რომ გაგვტეხონ, შევეშვათ ამ საქმეს და ვაღიაროთ თვითმკვლელობა.”
მისი თქმით, საქმეში FBI-ს ჩართვა სწრაფად უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.