ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ბაჩალიაშვილს გაუჩინარებამდე 6 ფოტო აქვს გადაღებული” – მიხეილ რამიშვილი

“6 სურათი აქვს ბავშვს გადაღებული, იცით როგორი განწყობის სურათებია, ვერავინ იტყვის. არანაირი განწყობა არ არის აქ თვითმკვლელობის. ადამიანი საკუთარ სილამაზეს და საკუთარ თავს რომ ეპრანჭება, სხვადასხვა იერსახით გადაღებული, თავს რომ უცინის.”

მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.

ამის შესახებ მან “მთავარ არხთან” განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....