ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის განცხადებას” – ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამის შესახებ “report.ge”-ს განუცხადეს.

“გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას” – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, 23 წლის პროგრამისტის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, პროკურორი მარიამ გოგორელიანი ბულინგში დაადანაშაულა. მან ასევე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და გამოძიების არაეფექტურობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....