aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის დასრულდება 300 ლარიანი კომპენსაციის ჩარიცხვა – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განცხადება

aviabiletebi
ავიაბილეთები

300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად, რეგისტრაცია 31 ივლისს დასრულდა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა კომპენსაციას მიიღებს ყველა თვითდასაქმებული პირიც, რომლებიც პროგრამაში დარეგისტრირდნენ და მათი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა პროგრამის კრიტერიუმებს.

მისივე თქმით, მოსახლეობა კომპენსაციის მიღებას, ყველანაირი შეფერხების გარეშე სექტემბრამდე შეძლებს.

„ყველა თვითდასაქმებულს, ვინც მიმართა მთავრობას დახმარებისთვის, დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარება. ყველანაირი შეფერხების გარეშე მათ ეს თანხა სექტემბრამდე დაერიცხებათ“, – განაცხადა გახარიამ.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით კი, თანხის ჩარიცხვა სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

“კომპენსაციას მიიღებს ყველა თვითდასაქმებული, რომლებიც პროგრამაში დარეგისტრირდა. თანხის ჩარიცხვა კი, სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება“.

იტვირთბა....