“ამ დროისთვის არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ამ წუთში ასე ვფიქრობ.”
ბაჩანა გაგნიძე – ნოტარიუსი
“მეტრონომი”
ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ბაჩანა შენგელია პოლიტიკაში წავიდეს.
შეგახსენებთ, ბაჩანა შენგელია იუსტიციის მინისტრს მისი საქმიანობის შეჩერების გამო სასამართლოში ებრძვის. საქმე ეხება სანოტარო პროგრამის გამორთვას, რის შედეგადაც სენგელიას საქმიანობა შეუზღუდეს.
ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში იბრძვის, ახალ სარჩელს ამზადებს.
შეგახსენებთ, ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა წელს 18 ივნისს შეუჩერდა – ხოლო 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. ბაჩანა შენგელიამ მისი საქმიანობის შეჩერების გამო სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა და მან სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს მოუგო. საქალაქო სასამართლომ დაავალა იუსტიციის სამინისტროს მისთვის სანოტარო პროგრამებთან წვდომის აღდგენა, თუმცა ეს გადაწყვეტილება დაგვიანებით შესრულდა, რაზეც ბაჩანა შენგელიამ სარჩელი ასევე საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიტანა. იგი იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო, მიზეზად კი პოლიტიკურად მოტივირებული ფეისბუკპოსტი დაასახელა.