ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ამ ეტაპზე მეორე ტალღაზე საუბარი ცოტა ნაადრევია” – ალექსანდრე გოგინავა

“არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაცული იქნას ის რეკომენდაციები, რასაც ეპიდემილოგები და ჯანდაცვის სპეციალისტები ხშირად გასცემენ. ეს არის ფიზიკური დისტანცირება, პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში, ჰიგიენა და ა.შ.ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ადამიანს აღენიშნება გარკვეული სიმპტომები, როგორიცაა ტემპერატურის მატება, სუნთქვის გაძნელება, დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და თავი შეიკავონ თავშეყრის ადგილებისგან. ამ ეტაპზე მეორე ტალღაზე საუბარი ცოტა ნაადრევია.”

ალექსანდრე გოგინავა – ინფექციონისტი

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1278 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1058 პაციენტი. ხოლო ქვეყნის მასშტაბით ვირუსს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 245.

იტვირთბა....