“ლევანი ვერ არის მთლად კარგად. ვინაიდან დანა ხერხემალთანაც აქვს დარტყმული, როგორც ჩანს, რაღაც დაუზიანდა და მარცხენა ფეხს ვერ გრძნობს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერსად მიგვყავს სამკურნალოდ – ვერც ისრაელში და ვერც გერმანიაში, არ არის რეისები, ყველამ საზღვრები დაკეტა. ასეთ ცუდ დღეში ვართ… გუშინ ყველაზე ცნობილი ექიმები იყვნენ მოსულები და გვითხრეს, უცხოეთში უნდა წაიყვანოთო. ახლა ვეძებთ გზებს, როგორ წავიყვანოთ იქ, სადაც გვითხრეს. მკურნალობას დრო დასჭირდებაო, ასე გვეუბნებიან ექიმები.”
გოგი თოფაძე – ლევან თოფაძის ბაბუა
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს, ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ “მზესუმზირაზე“ დაიწყო.