ახალი ამბები მთავარი ციტატა

“2-მეტრიან წყალში ჯანმრთელი ადამიანი, სპორტსმენი პრაქტიკულად ვერ დაიხრჩობოდა, თუნდაც არ სცოდნოდა ცურვა” – ჯიშკარიანი

“6 უმნიშვნელოვანეს შეკითხვაზე, რომელიც ეხება უშუალოდ სიკვდილის გარემოებას, ანუ როდის დადგა პრაქტიკულად სიკვდილი და იმყოფებოდა თუ არა 4 დღის განმავლობაში შაქარაშვილის სხეული წყალში, ამ შეკითხვებზე პასუხი პრაქტიკულად არ არის. 2-მეტრიან წყალში ჯანმრთელი ადამიანი, სპორტსმენი პრაქტიკულად ვერ დაიხრჩობოდა, თუნდაც არ სცოდნოდა ცურვა. რაც შეეხება მდინარის სიჩქარეს, რომელიც ძალიან ჩქარი აღმოჩნდა, გაუგებარია მაშინ 900 მეტრში როგორ იქნა გვამი აღმოჩენილი.”

მარიამ ჯიშკარიანი – ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელი

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, გუშინ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....