დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი გამარჯვებას კიდევ ბევრჯერ იზეიმებს.
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, 12 აგვისტო ქართველი ერის სიძლიერის და მტერზე გამარჯვების სიმბოლოა.
„ქვეყნის ისტორიაში არსებობს თარიღი, რომელიც მთლიანად გადასწონის ყველა განვლილ განსაცდელს, სირთულეს, ტრაგედიას. სწორედ ასეთი თარიღია 12 აგვისტო. დღეს დიდგორობაა და მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ჩვენი პატარა ერის სიძლიერის, გამარჯვების სიმბოლო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერებით, სწავლით, კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.