“გაიხსნა თამუნას Gmail-ი. სოციალურ ქსელში შევიდნენ, გარკვეულ ინფორმაციას გავეცანით, საკმაოდ საინტერესო და ბევრი სახის ინფორმაცია მივიღეთ. ძალიან ბევრი მომენტია, რომელზეც 5 საათი მიმდინარეობდა მუშაობა, იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჩვენ მაინც მივდივართ იმ პოზიციამდე, რომ არ შეიძლება მხოლოდდამხოლოდ ერთ ვერსიაზე ვმუშაობდეთ. ძალიან ბევრი ადამიანი და პერსონა შეიძლება გამოჩნდეს.”
მიხეილ რამიშვილი – გარდაცვილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი შინაგან საქმეტა სამინისტროში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ადვოკატის თქმით, საგამოძიებო უწყებაში ბაჩალიაშვილის მეილთან დაკავშირებით დაიბარეს.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.