კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 12 ლენჯერის თემში დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იმნაძემ განაცხადა, ლენჯერში დაფიქსირებული შემთხვევებია და ამ შემთხვევებთან კავშირში მყოფი ინფიცირებული ადამიანების საერთო რაოდენობა 30-ს შეადგენს.
„აქედან 5 დადასტურდა უკვე თბილისში მყოფ ოჯახის წევრებში, ნათესავებში. დანარჩენი არის თვითონ სვანეთში დადასტურებული. 400-ზე მეტი ტესტი იქნა ჩატარებული გუშინ და იქიდან დღეს 12 ახალი დადასტურებული შემთხვევაა,”-განაცხადა იმნაძემ.
ამასთან, იმნაძის თქმით, ჯამში გუშინ 1000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევა მოხდა, რომელთა შედეგები დღეს გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, მესტიაში კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევა 10 აგვისტოს დაფიქსირდა. დღეის მდგომარეობით, სხვანეთში სულ 20-ზე მეტი პირია ინფიცირებული. კორონავირუსის ინფიცირების შემტხვვების ზრდის გამო, სვანეთში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება.

