ახალი ამბები მთავარი ციტატა

“არ გვინდა რა ჯერ 300 – 500 – კაციანი ქორწილები და ჭირის სუფრები. ილუზია შეიქმნა, რომ კოვიდი დავამარცხეთ, არა, ბატონო!” – გამყრელიძე

“რთულია მოსახლეობას აუხსნა, რომ არ გვინდა რა ჯერ 300 – 500 – კაციანი ქორწილები და ჭირის სუფრები. უნდა იყოს ყველაფერი მოკრძალებული, სანამ პანდემია არის და პანდემია ჯერჯერობით არის. მსოფლიოში ყოველდღიურად არის ახალი შემთხვევების მატება. 250 ათასზე მეტი ახალი შემთხვევაა ყოველდღიურად, შემთხვევათა რაოდენობამ მთლიანად მსოფლიოში 20 მილიონს გადააჭარბა უკვე. საქართველო მსოფლიოს ნაწილი ვართ, ამიტომ, მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს კოვიდს. ილუზია შეიქმნა, რომ აი, ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. არა, ბატონო!”

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მოსახლეობა აღარ იცავს იმ რეკომენდაციებს, რაც აუცილებელია.

იტვირთბა....