ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს სამართალდამცველები 3 საათზე მეტ ხანს კითხავდნენ.
დაკითხვის დასრულების შემდეგ თოფაძის ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას ბუსა ჟვანიასთან დაპირისპირების დეტალები მიაწოდა. მისი თქმით, თოფაძემ გამომძიებლებს უთხრა, რომ მასა და ჟვანიას შორის შელაპარაკება ჯერ ტელეფონში მოხდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს, თოფაძეს შეხლა-შემოხლისას ბუსა ჟვანიას ხელში რაიმე იარაღი არ დაუნახავს და ვერ ასახელებს.
“მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები. თუმცა, ასევე განმარტა, რომ დანა, ან რამე მსგავსი საგანი მას არ დაუნახავს”- ამბობს ადვოკატი გიორგი ანთაძე.
თოფაძის ადვოკატი ამბობს, რომ მანამდე ჟვანიას და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთმანეთს არ იცნობდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს, ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ “მზესუმზირაზე“ დაიწყო.