გარდაცვლილი თამარ ბაჩალიშვილის დედა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე ცუდად გახდა. ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა განაცხადა. თეონა თამაზაშვილს სასწრაფო დახმარება დასჭირდა, რის გამოც, უწყებაში ექიმები იმყოფებოდნენ.
“დედამისი ცუდად გახდა, ასეთი ამბები იყო და სასწრაფო აბა ვისთან იქნებოდა?”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისათვის, 23 წლის პროგრამისტის მშობლები დღეს საღამოს უწყებაში დაიბარეს, სადაც ადვოკატთან ერთად იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.