ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მედავებოდნენ, რატომ არ მივეცი ჩემი გარდაცვლილი შვილი, რომ იქიდან პოლიტიკური თემა აეგორებინათ” – მირიან ნიკოლაძე

“ესენი იყვნენ პოლიტიკურად მოტივირებული, ფანატიკოსების ბრიგადები. ისინი გვედავებოდნენ, რატომ არ მივეცი ჩემი გარდაცვლილი შვილი ამ დეგენერატებს, რომ იქიდან პოლიტიკური თემა აეგორებინათ. თითქოს მე, მირიან ნიკოლაძე, რომელიც 4-5 წელია ამ ხელისუფლების ლანძღვა-გინებას ვუნდები საჯაროდ, ვიყავი ვიღაცის მიმართ ლოიალური., – პროკურატურის, ხელისუფლების. ადამიანი, რომელსაც შვილი მოუკვდება, შეიძლება ვინმეს მიმართ ლოალური იყოს?!”

 მირიან ნიკოლაძე – გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი.

ამის შესახებ მან “პოლიტმეტრის” ეთერში განაცხადა.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. საუბარია “ტოიოტა ქემრის” მგზავრებზე. ვახო ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ა.ქ-ს და ზ.ხ.-ს გამოძიება დღემდე წარდგენილ ბრალდებებთან ერთად, ახლა უკვე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობასაც ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გარდა ამისა, პროკურატურამ დღეს საზოგადოებას შაქარაშვილის მკვლელობის საკუთარი ვერსია და შესაბამისი ვიდეო-რეკონსტრუქცია წარუდგინა.

იტვირთბა....