“როდესაც მან (ბრალდებულმა) გაიგო, რომ ბრალი წარედგინა, ძალიან აღშფოთდა. პროტესტი იყო, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია და აბრალებდნენ აღნიშნულ ბრალდებას. ეს მისთვის ორმაგი ტრაგედიაა. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებს, ჩვენ ვნახეთ პროკურატურაში წარმოდგენილი შოუ, რომელიც ეძღვნებოდა ერთ რამეს, – ეს შოუ მიმართული იყო იმ საზოგადოების მისამართით, რომლსაც წყურია, რომ სამართლიანობა როგორმე აღდგეს.”
ალექსანდრე კობაიძე – გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი.
ამის შესახებ TV პირველის ეთერში განაცხადა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. საუბარია “ტოიოტა ქემრის” მგზავრებზე. ვახო ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ა.ქ-ს და ზ.ხ.-ს გამოძიება დღემდე წარდგენილ ბრალდებებთან ერთად, ახლა უკვე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობასაც ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გარდა ამისა, პროკურატურამ დღეს საზოგადოებას შაქარაშვილის მკვლელობის საკუთარი ვერსია და შესაბამისი ვიდეო-რეკონსტრუქცია წარუდგინა.