ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ფაქტია, რომ პროკურატურა ჩაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში” – შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი

“სანამ ბრალს წარუდგენდნენ მას, საზოგადოების ნაწილმა ბრალიც წარუდგინა, გაასამართლა კიდევაც და დახვრეტაც კი მიუსაჯა. საზოგადოების აზრი გარკვეულწილად მოქმედებს პროკურატურაზე. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ პროკურატურა ჩაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში, ეს მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ყოველგვარ სამართლებრივ არგუმენტაციაზე უარი თქვა, რომ ესაუბრა. მან ისაუბრა პოლიტიკურად გაჯერებულ ვერსიაზე.”

ალექსანდრე კობაიძე – გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი.

ამის შესახებ ფორმულას გადაცემაში “კომენტარი” განაცხადა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. საუბარია “ტოიოტა ქემრის” მგზავრებზე. ვახო ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ა.ქ-ს და ზ.ხ.-ს გამოძიება დღემდე წარდგენილ ბრალდებებთან ერთად, ახლა უკვე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობასაც ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გარდა ამისა, პროკურატურამ დღეს საზოგადოებას შაქარაშვილის მკვლელობის საკუთარი ვერსია და შესაბამისი ვიდეო-რეკონსტრუქცია წარუდგინა.

იტვირთბა....