ახალი ამბები მთავარი ციტატა

რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი თბილისში ისე, რომ ამის შესახებ არ იცოდნენ – ცერცვაძის განმარტება

“ჩვენ პატარა კვლევა ჩავატარეთ ორი თვის წინ თბილისის მოსახლეობაში და დაახლოებით, ერთ პროცენტს ჰქონდა გადატანილი ვირუსი. სულ ათასი თბილისელი შევისწავლეთ. თუ არ ვცდები, ვირუსი 9-ს ჰქონდა გადატანილი. ამის მერე ორი თვე გავიდა და ორ თვეში შესაძლოა, ადამიანებმა უსიმპტომოდ გადაიტანეს ვირუსი. ვფიქრობ, რომ ქვეყნის მასშტაბით იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, 1%-ზე მეტი იქნება.”

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

ამის შესახებ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....