„დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გამოვიდა და გვითხრა, რომ კრიმინალი თურმე ხან მოიმატებს, ხან მოიკლებს და ეს ჩვეულებრივი საკითხია. მე მინდა მივმართო მას: ნუთუ არ გრცხვენია, როცა ასეთ უმსგავსო განცხადებას აკეთებ, ანუ, ახალგაზრდების მკვლელობა ეს ჩვეულებრივი საქმეა? ასეთი გაზრდილი და მომატებული კრიმინალი ჩვეულებრივი საქმეა? ხალხს რომ ქუჩაში გასვლის ეშინია საღამოს, ესეც ჩვეულებრივი საქმეა? კრიმინალთან რომ ხართ გარიგებაში და არჩევნებისთვის ყველაფერზე მზად რომ ხართ, ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობთ და ტელეფონებით ლაპარაკობთ პირდაპირ ესეც ჩვეულებრივი საქციელია?- ეს არის უმსგავსობა.”
ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებას, რომლის თანახმადაც “კრიმინალი ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს, რაც ჩვეულებრივი თემაა.”