მთავარი ციტატა

“ბრალის დამძიმების მოლოდინი არ გვქონდა, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა” – არასრულწლოვანის ადვოკატი

„ბრალის დამძიმების მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა იმის, რომ ბრალი დამძიმებულიყო. გამომძიებლებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბრალი უნდა წარედგინათ, ჩვენ მოვედით. იმედია, რომ წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული ბრალის დამძიმება და შემდეგ უკვე დეტალურად ვისაუბრებთ. ბრალდებულების ჩვენებებით და მანამდე გადმოცემული საქმის მასალებით არ არსებობდა მსგავსი სახის მტკიცებულება რომლის საფუძველზეც მოხდებოდა აღნიშნული ბრალის დამძიმება. გარემოება, რომ ვიღაცამ შაქარაშვილს გზა მოუჭრა, არის აბსურდი, ზ.ხ. დასაწყისშივე ამბობდა, რომ ის და ვასილ მახარაძე წავიდნენ მანქანის მოსაყვანად ფერადი შენობიდან და შაქარაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი არ ჰქონიათ.”

ამის შესახებ პენინტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე არასრულწლოვანი ზ.ხ. – ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა  ჟურნალისტებთან განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. გამოძიების მტკიცებით ეს ხუთი პირია: ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და 2 არასრულწლოვანი.

იტვირთბა....