საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 12 აგვისტოსთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.0747 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი ლარი 3.0743 ღირდა.
ასევე, შედარებით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმრთებაში. 1 ევრო ხვალ 3.6272 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6138 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 12 აგვისტოსთვის ამოქმედდება.