“ჩვენ პირველი ტალღაც არ გვქონია. ის რაც იყო, თუ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შევადარებთ, ალბათ იმას პირველ ტალღასაც ვერ დავარქმევთ. დღევანდელ მდგომარეობას მეორეს დავარქმევთ, მეცხრეს თუ მეცამეტეს ამას მნიშვნელობა არ აქვს. აცივებამდე, შემოდგომის მეორე ნახევრამდე არ ველოდებით, რომ მნიშვნელოვანი მატება იქნება ქვეყანაში, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის უმრავლესობა გააგრძელებს წესების დაცვას.”
პაატა იმანძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ამის შესახებ იმნაძემ “POSTV” – ის ეთერში განაცხადა.