მთავარი ციტატა

“აქ არ მოვსულვარ, რომ ვისაუბრო ყველაზე დეგრადირებულ ადამიანზე” – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

„რა თქმა უნდა, აქ არ მოვსულვარ, რომ ვისაუბრო ყველაზე დეგრადირებულ ადამიანზე, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვართ პოლიტიკურ კამპანიაში და მე ვარ პარტიის პოლიტიკური მდივანი, ჩვენ უნდა შევახსენოთ მოსახლეობას, თუ რა მტრულ და ბოროტ ძალასთან გვქონდა საქმე, როგორი ვერაგი, მტრული ძალა მოვიცილეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ეს ძალა მოვიცილეთ, როგორც ერთგვარი სახადი, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ გრძელდება მუდმივი დესტაბილიზაციის მცდელობები კონკრეტული პოლიტიკური, ანტისახელმწიფოებრივი ძალის მხრიდან. გვაკრიტიკებენ ოპონენტები, რომ მხოლოდ წარსულზე ვსაუბრობთ. უკაცრავად, მაგრამ ჩვენი წარსული კარგად გვახსოვს და გვემახსოვრება ყოველთვის.”

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი, “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი

ამის შესახებ   ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, ოპოზიციას, რომელსაც არა ერთი შეცდომა აქვს დაშვებული, ყოველთვის შეახსენებენ ამის შესახებ.

 

იტვირთბა....