ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვფიქრობდი, რომ ყველაფერს გავუძლებდი, მაგრამ ალბათ ისევ სუსტ ქალად დავრჩი” – ციხანოვსკაია ბელარუსის დატოვების გადაწყვეტილებას განმარტავს

სვეტლანა ციხანოვსკაია, რომელიც ბელარუსის ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო ქვეყნის დატოვების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ქვეყნის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მასზე გავლენა არავის მოუხდენია.

ციხანოვსკაიამ ვიდეომიმართვაში თანამოქალაქეებს მოუწოდა გაუფრთხილდნენ საკუთარ სიცოცხლეს, რადგან ამად არაფერი ღირს.

“მე ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე. ეს გადაწყვეტილება მივიღე აბსოლუტურად დამოუკიდებლად. არც მეგობრებს, ნათესავებს, საარჩევნო შტაბს და არც სერგეის [ტიხანოვსკაიას ქმარი] ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია. ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი გამაკრიტიკებს, ზოგიერთი კი შემიძულებს, მაგრამ არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას. წინასაარჩევნო კამპანიის დროს იმდენად ძლიერ გავხდი, ვფიქრობდი, რომ ყველაფერს გავუძლებდი, მაგრამ ალბათ ისევ სუსტ ქალად დავრჩი. სვეტლანა ციხანოვსკაიამ მოუწოდა თანამოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ საკუთარ სიცოცხლეს, რადგან ამად არაფერი ღირს. ბავშვები ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რამაა”, – დასძენს ციხანოვსკაია ვიდეომიმართვაში, რომელსაც “ბავშვებთან წავედი” ჰქვია.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ბელორუსის პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიაზე თავდასხმა აღკვეთეს, მან ქვეყანა დატოვა და ლიეტუვში წავიდა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე.

ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა.

იტვირთბა....