მას შემდეგ, რაც ბელორუსის პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსკაიაზე თავდასხმა აღკვეთეს, მან ქვეყანა დატოვა და ლიეტუვში წავიდა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ლიეტუვის საგარეო-საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ავრცელებს.
პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიაზე თავდასხმის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. მოგვიანებით მის შტაბში განაცხადეს, რომ იგი „დაკავებული“ ჰყავთ ბელორუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც იგი დოკუმენტების ჩასაბარებლად მივიდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კანდიდატზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია
ოპოზიციის გაერთიანებულმა შტაბმა მიაწოდათ. ამოღებულია მიმოწერა, სადაც საუბარია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს „საკრალური მსხვერპლი“ სჭირდებათ.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე.