მთავარი ციტატა

“ველოდებით პასუხს ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით”- რამიშვილი

“ექსპერტები შეეცდებიან, რომ მოხდეს Facebook-ზე და სხვა ქსელებში შესვლა. გუშინ მქონდა საუბარი პროკურორთან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელთან და ველოდებით პასუხს ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. არ იციან, როდის იქნება დასკვნა მიღებული. FBI-ს საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით, მივმართეთ აშშ-ის საელჩოს და შესაბამის სტრუქტურებს, შევხვდით გენერალურ პროკურორს და მათ წარმოადგინეს გაგზავნილი მოსამართლის განჩინება და წერილი.”

მიხეილ რამიშვილი – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ამის შესახებ გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ გუშინ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სოციალურ ქსელებში შესვლა ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....