aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქვეყანაში არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩეუნდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. ხოლო, შავი ზღვის ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე დროგამოშვებით წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი.

„შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასებმა გავრცელება გასულ ღამეს დაიწყო, დასავლეთ საქართველოში ყველგან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმა. არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩეუნდება, როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, იქნება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით და პერიოდულად გამოიდარებს.

დასავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა, დღეიდან აგრილდება და ტემპერატურა 23-28 ‎გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში 26-31‎ გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს და 28-30‎ გრადუსი იყოს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

იტვირთბა....