“გამოძიება მიმდინარეობს, პროკურატურასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც მუშაობს ამ საკითხზე. სწორედ ისინი გასცემენ შეკითხვებს პასუხს მაშინ, როდესაც გამოძიება დასრულდება.”
ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას: როდის გამოიკვეთება იმ პირთა ვინაობა, ვინც გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მონაწილეობდა და რა ეტაპზეა გამოძიება?
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.