„ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება გამოძიება. თუ საჭიროება იქნება, FBI ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ.”
ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი
ამის შესახებ შს მინისტრმა ჟურნალისტებთან თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. საქმეში ახალი ფიგურანტები გამოჩნდნენ. ოჯახი საქმეში FBI-ის ჩართვას ითხოვს, რადგან გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.