ახალი ამბები მთავარი

„ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ” – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ისაუბრებს. მინისტრის ვარაუდით, გამოძიება მალე დასრულდება. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით,  საჭიროების შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI ჩაერთვება.

„ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება გამოძიება. თუ საჭიროება იქნება, FBI ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....