aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიაზე თავდასხმა აღკვეთეს – უცხოური მედია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიაზე თავდასხმა აღკვეთეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.

უწყების ცნობით, თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მათ ოპოზიციის გაერთიანებულმა შტაბმა მიაწოდათ. ამოღებულია მიმოწერა, სადაც საუბარია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს „საკრალური მსხვერპლი“ სჭირდებათ.

უსაფრთხოებაში აცხადებენ, რომ დადგენილია პიროვნება, რომელსაც მალე აიყვანენ. ოპოზიციის გაერთიანებულ შტაბს კი 120-მდე უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი დაიცავს.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე.

ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა.

იტვირთბა....