ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მთავარ არხთან” მიდის 40 წლამდე ასაკის პირი და იქ ეკითხება, სტუმარი სად არის, უნდა ვცემო” – ვინ ემუქრება ბაჩანა ლობჟანიძეს

“გუშინ მთავარ არხთან” ვიღაც ადამიანი მიდის, 40 წლამდე ასაკის პირი და იქ ეკითხება, სტუმარი სად არის, უნდა ვცემო. რას ნიშნავს ეს, ვერ გავიგე. დავუშვათ მცემა და შემდეგ რა? – რაღაც ემატება და თუ “გრუზინული” ჟინი არის, ვერ ვიგებ.”

ბაჩანა ლობჟანიძე – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი.

ამის შესახებ მან “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” განაცხადა.

ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ  ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას. 

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....