ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გუშინდელი ეთერის შემდეგ, ჩემ “ფეისბუქზე” შეღწევის წარუმატებელ მცდელობას ჰქონდა ადგილი” – ბაჩანა ლობჟანიძე

“დღეს დილით მოხდა ჩემ “ფეისბუქზე” შეღწევის წარუმატებელი მცდელობა. ალბათ გუშინდელი ეთერის შემდეგ. რატომ ხდება ეს გაუგებარია. 23 ივნისისთვის თამარის “ინსტარგრამზე” წვდომა შესაძლებელი იყო და იქ იშლება ჩემი ერთ-ერთი “ტეგი,” რომელიც მე მეკუთვნის. ასევე თამარის “ინსტაგრამიდან” ჩემზე ხდება “ანფოლოვი”. როდესაც ექსპერტიზის ბიუროში ვიყავი,მაშინ მოხდა თამარის “ფეისბუქის” დეაქტივაცია.”

ბაჩანა ლობჟანიძე – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი.

ამის შესახებ მან “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” განაცხადა.

ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ  ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას. 

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

იტვირთბა....