ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ამბობს, რომ ფეხის არეში დაარტყა” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა მორაგბემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. როგორც ნიკა ჟვანიას ადვოკატის განმარტა, დაკავებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა, თუმცა, კვალიფიკაციას არ ეთანხმება და ბრლდების შემსუბუქებას ითხოვს.

“აღიარებს, რომ ამ ცემაში გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო… წავიდნენ შემრიგებლის როლის გამო და მოსაძებნად იმ ორი ადამიანის, მათი უბნელის. დარტყმით დაარტყა. ამბობს, თვითონ ყოველ შემთხვევაში ამას უთითებს, რომ ფეხის არეში დაარტყა” – თქვა ჟვანიას ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.

რაც შეეხება მკვლელობის მუხლით მიმდინარე გამოძიებას, მოკლულის ოჯახს დამატებითი ინფორმაცია გენპროკურორმა ირაკლი შოთაძემ მიაწოდა.

შეხვედრის შემდეგ შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ ბრალდებულ პირთა წრე არ გაფართოვდება. ოჯახი ისევ “ტოიოტას” მგზავრების მკვლელობის მუხლით პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. მათ შორის ერთ-ერთი, ნიკოლოზ რევაზიშვილი დღეს ოქროს მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა ამოიცნო.

ცნობისათვის, 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.

იტვირთბა....