“ვერსად ვერ შევედით. როგორც პროკურატურამ ბრძანა, ფეისბუქისა და ყველა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას მიმართა, ხელმეორედ გამოთხვილი იქნას შინაარსობრივი ინფორმაციები, რადგან ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვღებულობთ ახლა. კიდევ მუშავდება რაღაცა ინფორმაციები, კიდევ არის დამატებით ინფორმაციები, რომლის დამუშავებაც მიმდინაროებს. ერთი ფაილი მოიძებნა, მაგრამ მაინც ვერ იხსნება. აქედან გამომდინარეა ჩვენი მოთხოვნა, რომ ჩართულიყო FBI, ეს უკვე სავალდებულოა, ვინაიდან შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვება მისი ჩართულობის გარეშე არ ხდება.”
მიხეილ რამიშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ განაცხადა.
23 წლის დაღუპული პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს. გარდაცვლილის მშობლებსა და ადვოკატს თამარის კუთვნილ პირად კომპიუტერზე განმეორებით ექსპერტიზაზე დასწრება სთხოვეს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. საქმეში ახალი ფიგურანტები გამოჩნდნენ. ოჯახი საქმეში FBI-ის ჩართვას ითხოვს, რადგან გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.