ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ორივე მხარეს მიაჩნია, რომ ბაჩანა მათი კოზირია. პოლიტიკური ინტერესი ერთი მხარის, რომ დაამტკიცოს მკვლელობის და მეორე მხარის, თვითმკვლელობის ფაქტი” – ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება.

როგორც ხუხაშვილი წერს, გარდაცვლილის საქმეზე ინფორმაციის დეფიციტი არსებობს.

“ფაქტია, რომ ბაჩანა ლობჟანიძის ტელე-საუბრები რეიტინგს წერს და ამიტომ არ რის გასაკვირი, რომ ის მოთხოვნადი რესპოდენტია.
უფრო სერიოზული თემაა, თუ რატომ ხდება ასე?
1. თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვა დღეს ერთ-ერთი წამყვანი თემაა. ღიად რჩება მისი გარდაცვალების მიზეზებთან, გარემოებებთან და მოტივებთან დაკავშირებული საკითხები. არსებობს ინფორმაციის დეფიციტი, რათა საზოგადოება ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, თუ ვინმე აცხადებს, რომ ნათელს მოჰფენს ამ ყველაფერს, ბუნებრივია მას უყურებენ.
2. სიყვითლე, ანუ ე.წ. ბრაზილიური სერიალის ან «Дом 2»-ს ეფექტი, როცა ყველა დასცინის, მაგრამ ყველა უყურებს, როგორ გამოჰფენს ყოვლად ამორალურად ე.წ. “შეყვარებული” საცვლებს.
3. პოლიტიკური ინტერესი ერთი მხარის, რომ დაამტკიცოს მკვლელობის და მეორე მხარის, თვითმკვლელობის ფაქტი. ორივე მხარეს მიაჩნია, რომ ბაჩანა მათი კოზირია. სინამდვილეში, ეს ყმაწვილი არც ერთია და არც მეორე. ის კვანტურია.
4. ახლა ძალიან ცხელა და შესაბამისად ბაჩანას დროა.
ჩვენ კი დავისვენოთ…”, – წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ  ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას. 

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....