„მართლაც, საბჭოთა პერიოდში ვარ დაბადებული, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. იმ სტრუქტურებში, სადაც ვმუშაობდი, ბევრი ადამიანი ორი ნიშნით გამორჩეოდა ისევე, როგორც ახლა – სახელმწიფოსა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებით. არ მგონია, გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწფოს, მისი ფასეულობების ან თუნდაც, მომავლის ხედვაში შემეჯიბრება. მაშინ, როცა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში პირველ საელჩოებს ვხსნიდით, სწორედ ამ თაობისთვის ვამზადებდით პლატფორმას და გზას უკეთესი განათლებისთვის.”
გია ვოლსკი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი
ვოლსკი გამოეხმაურა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა:
“რაღაც თვალსაზრისით სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკისა და ჯაფარიძის შორის დაპირისპირება – ეს არის საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება.”
შეგახსენებთ, რომ პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.