პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს რიგებიდან დმანისის მერი, ასევე პარტიის დმანისის რაოინული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი გარიცხეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის სამდივნომ მიიღო. “ქართული ოცნების” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტატუაშვილის გარიცხვის მიზეზი გახდა მის მიერ პარტიული დისციპლინის დარღვევა, რაც კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში გამოიხატა.