ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს

23 წლის დაღუპული პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს.

გარდაცვლილის მშობლებსა და ადვოკატს თამარის კუთვნილ პირად კომპიუტერზე განმეორებით ექსპერტიზაზე დასწრება სთხოვეს.

სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი თუ რა ვითარებაში მოხდა თამარ ბაჩალიაშვილის Facebook ანგარიშის გაუქმება

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....