„ჩვენ კამპანიას ვაგებთ მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე. თუ მოისმინეთ, მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე ვსაუბრობდი. რა თქმა უნდა, შეუძლებელია წარმატებული მომავლის მშენებლობა მშვიდობის გარეშე და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აგვისტოს დღეებია. მთლიანად კამპანია მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური და მხოლოდ მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმეების დასრულებაზე და ახლების დაწყებაზე იქნება ორიენტირებული, რაზეც ჩვენ ბევრ ვსაუბრობთ.“
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე აგებს.

