ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ზურაბ ჯაფარიძე წარმოდგენილი იქნება როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გადავწყვეტთ დავუჭიროთ თუ არა მხარი” – დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე, “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას ეხმაურება. რის მიხედვითაც ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთში აპირებს კენჭისყრას.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, ზურაბ ჯაფარიძეს იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ ის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სახელით წარსდგება.

„ზურა ჯაფარიძე ნამდვილად კარგი კანდიდატია. მისი კონკურენტი „ქართული ოცნების“ მხრიდან გია ვოლსკი ნამდვილად წარმოადგენს იმის განსახიერებას როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი. იმ შემთხვევაში, თუ ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში, ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ დავუჭიროთ თუ არა მხარი. ზოგადად მივესალმებით იმ შემთხვევას, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი დიდუბე-ჩუღურეთში როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი. თუ ოპოზიცია ჩამოყალიბდება, რომ დანარჩენ 2 ოლქშიც იყოს გაერთიანებული კანდიდატის მხარდაჭერა, ამ ჭრილშიც გვექნება კონსულტაციები პარტიებთან და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსთან – პოლიტსაბჭოსთან. ზურა ესაუბრება მათ შორის ჩვენს ლიდერებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ „გირჩთან“ შესაძლო კოორდინაციაზე და უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.

იტვირთბა....