ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა.
კომისიის ცნობით, მოქმედ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ციხანოვსკაიას ამომრჩეველთა 9,9 პროცენტმა მისცა ხმა.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. კანდიდატად რეგისტრირებული იყო ხუთი ადამიანი. მათ შორის თავად ლუკაშენკო, რომლისთვისაც ეს არის მეექვსე არჩევნები.
9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსის ქალაქები საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გავიდნენ, რაც ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგები გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა თითქმის 80 პროცენტმა დაუჭირა მხარი.