ახალი ამბები მთავარი

გიორგი ვაშაძე ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს უჭერს

პირდაპირ ვაცხადებ, ყველა პროდასავლურ კანდიდატს მხარს ვუჭერ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია.

„ვფიქრობ, მას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს საერთო ოპოზიციურ გამარჯვებაში. ამაზე გვექნება მსჯელობა და საერთო პოზიციებს ჩამოვაყალიბებთ. მივესალმები, უფრო და უფრო მეტი შეთანხმებისკენ მივდივართ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი არის, დავამარცხოთ სიღარიბე და დავიწყოთ აღმშენებლიბის პროცესი. ყველას შეუძლია ამაში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.

 

იტვირთბა....