დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვა არ უნდა.
მისივე თქმით, ქართული გამოძიება დასკვნას ამერიკელი გამომძიებლების ჩამოსვლამდე დადებენ.
საკითხთან დაკავშირებით განცხადება, გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმაც გააკეთა. როგორც რამიშვილი აღნიშნავს, საქმეში მაღალი თანამდებობის პირების ინტერესები იკვეთება. მისი თქმით, საქმე გაცილებით ნაკლებად ეხება თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურს.
“ბევრი რაღაც იცვლება, ბევრი ის სიტუაციები, რომლთაც ცდილობენ გადაფარვა მოხდეს, აბსოლუტურად სულ სხვა ვეერსიებმა უფრო მეტი პროცენტულობით დაანახოს საზოგადოებასაც, ოჯახის წევრებსაც, თითქოს ეს მართლა თვითმკვლელობა იყო, ან თუნდაც თვითმკვლელობამდე მიყვანა, ეს ესე ვეღარ იქნება, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება, რომ აქ ისეთი ადამიანების მოქმედებებით განხორციელდა ყველაფერი, ისეთ რამესთან გვაქვს ადგილი, რომ ეს იყო ზუსტად მკვლელობა”- აცხადებს რამიშვილი.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.