aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩემი მიღწევებიდან გამომდინარე, რაშმორის მთაზე ჩემი ქანდაკების განთავსება კარგ აზრად მეჩვენება” – ტრამპი

“ჩაფლავებული New York Times-ისა და ცუდი რეიტინგების მქონე CNN-ის მორიგი „ფეიკ ნიუსია“. მსგავსი რამე არასდროს შემითავაზებია, თუმცა ჩემი პრეზიდენტობის პირველი 3.5 წლის განმავლობაში განხორციელებული მიღწევებიდან გამომდინარე, კარგ აზრად მეჩვენება ეს!”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი

აღნიშნული განცხადებით, ტრამპმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო, იმის თაობაზე, რომ თეთრმა სახლმა სამხრეთ დაკოტას შტატის გუბერნატორს მიმართა, რაშმორის მთაზე დონალდ ტრამპის ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, რაშმორის მთის ეროვნული მემორიალი აშშ-ის პრეზიდენტთა მემორიალია. კლდეში აშშ-ის პრეზიდენტების, ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, თეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკოლნის პროფილებია გამოკვეთილი.

იტვირთბა....