ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბაჩანა არც გიჟია, არც სულელი, არც რომელიმე კონდიცია აქვს და არც რომელიმე სპექტრს განეკუთვნება” – გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძეს, რომელმაც საზოგადოებას თავი, როგორც 23 წლის დაღუპული პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულად წარუდგინა, არც რომელიმე კონდიცია აქვს და არც რომელიმე სპექტრს განეკუთვნება.

გვარამის თქმით, ის მოქნილი და ჭკვიანი რესპოდენტია.

“გულისამრევი ფსევდოინტელექტუალების და სამ ტრენინგ და ოთხ ბროშურა წაკითხული უპროფესიო ხალხის საქართველო. თავისი ჭეშმარიტი “ზემოდან ყურების სიბრალულით”, რომელსაც ხან ტოლერანტობას ეძახის, ხან ეთიკას, ხან ორივეს ერთად.

ბაჩანა არც გიჟია, არც სულელი, არც რომელიმე კონდიცია აქვს და არც რომელიმე სპექტრს განეკუთვნება. ურთულესი, მოქნილი და ჭკვიანი რესპოდენტია და თქვენი შესაცოდი და დასაცავი (როგორც საწყალ ბიჭს) ნამდვილად არაფერი სჭირს.

მის სექსუალობას რაც შეეხება, მისივე სურვილით ვისაუბრეთ ამ საკითხზე. აი ასე, პირდაპირ მთხოვა, ამაზე მეკითხა, რადგან ძალიან უნდოდა ამაზე ესაუბრა.

ასევე, სრულად მისი დამოკიდებულებაა დეა კაპანაძის სექსუალობის საკითხი (რაც, სხვათა შორის, ბაჩალიაშვილის საქმისთვი შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როგორც საქმის გარემოება ), აბა მე საერთოდ არ მინახავს ეს სუბიექტი, არც ვიცნობ და არც მისი სექსუალობით დავინტერესებულვარ.
მორჩით კოლექტიურად ვითომ კეთილი ზრახვებით ადამიანების გიჟებად, ჭკუასუსტებად, საწყლებად და მსგავსებად გამოცხადებას და მათთვის დამამცირებელი ფორმებით მათ ვითომ დაცვას. არავის არ ჭირდებით. ისევ სემინარებზე, ტრენინგებზე და ქოუჩინგებზე იარეთ და “ჭკვიანური” კითხვები დასვით საკუთარი ეგოს საფხანად. საკუთარის, თორე არც იქ გონიხართ ვინმეს ჭკვიანი”, – წერს გვარამია.

ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ  ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას. 

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....