aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„ერთი გახლავთ დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის წყაროდან. 16 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. ერთი გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ხუთი გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა. ერთი პაციენტი გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი და ერთ პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენ​​ის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1010-ს შეადგენს.

იტვირთბა....