“რაღაც ფრაზას მოჰყვა ამაზე საუბარი – ადამიანი არის დინებაში და როცა ამ დინებაში ადამიანი გარდაიცვლება, ეს ყველაზე დიდი საშინელება არის-მეთქი, ეს ვუთხარი. თუ ადამიანი გარდაიცვლება უცოდნელობაში, ანუ ცოდნაში ნაკლებობით, ეს მისთვის ყველაზე დიდი საშინელებაა და ამას უკვე სიკვდილზე საუბარი მოჰყვა. თამარმა კითხვა დამისვა, მიფიქრია თუ არა თვითმკვლელობაზე და პასუხს არ დაელოდა, მითხრა, მე მიფიქრია და მივხვდი, რომ უაზრობააო.”
აღნიშნული განცხადება ბაჩანა ლობჟანიძემ “მთავარი არხის” ეთერში გააკეთა.
როგორც ლობჟანიძემ აღნიშნა, ამის შესახებ დაღუპულს ლისზე ყოფნის დროს ესაუბრა.
ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.